უეფას ევროპის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ისევ შეუძლებელია. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა, უეფამ biletebi.ge-ს მდგომარეობის გამოსასწორებლად 48 საათი მისცა და თუკი ეს საიტი აღნიშნულ დროში ტექნიკური პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, ამუშავდება გეგმა "ბ". თუმცა, სიჭინავას არ განუმარტავს თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბ". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით 25 ივნისს გამოცხადდება.