ფეხბურთი

22:03 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” მანჯუკიჩი გაიფორმა

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი კარიერას “ბიანკონერის” რიგებში გააგრძელებს.

ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდამსხმელის სანაცვლოდ ესპანურმა კლუბმა 19 მილიონი ევრო მიიღო.

გასული სეზონის დაწყებამდე მარიო “ბაიერნიდან” “ატლეტიკოში” გადაბარგდა. ესპანურ გუნდში გატარებულ ერთ სეზონში მანჯუკიჩმა 43 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056106