ფეხბურთი

20:57 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ბოატენგი 28 მილიონად შეაფასა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნის” 26 წლის გერმანელი მცველით, ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს. ბოატენგის გადაბირებით “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი პირადადაა დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერი” მზადაა ბოატენგში 28 მილიონი ევრო გადაიხადოს.

განვლილ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.115887