კალათბურთი

20:30 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეიდი “მაიამისთან” კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

“მაიამი ჰიტის” ლეგენდამ დუეინ უეიდმა ახალი სეზონიდან კარიერა შესაძლოა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sports Illustrated ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დუეინ უეიდი “მაიამისთან” კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, რის შემდეგაც კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

განვლილ სეზონში უეიდმა 62 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.5 ქულას, 3.5 მოხსნას და 4.5 პასს აკეთებდა.

უეიდი “მაიამიში” 2003-წლიდან ირიცხება, კალათბურთელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

0.113722