სხვა

23:15 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მედლების გუნდურ ჩათვლაში საქართველო ისევ 26-ეა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მეცხრე დღეს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი სალომე ფაჟავას ერგო, რომელმაც თავი მხატვრულ ტანვარჯიშში ბაფთით ასპარეზობისას გამოიჩინა. 17 წლის ქართველმა გოგონამ 17.950 ქულა მიიღო და მხოლოდ რუს იანა კუდრიავცევას (19.000) და აზერბაიჯანელ მარინა დურუნდას (18.200) ჩამორჩა. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჟავას სხვა იარაღებით ასპარეზობაშიც მედალთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მეოთხე ადგილს დასჯერა.

ქართველმა ქალმა მშვილდოსნებმა ხათუნა ნარიმანიძემ და იულია ლობჟანიძემ ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

ასევე წარუმატებლად იასპარეზეს ორმა ქართველმა მოკრივემ, ირაკლი მელიქიშვილმა (64 კგ) და ლევან გულედანმა (91 კგ). გულედანი რუს სადამ მაგომედოვთან 0:3 დამარცხდა, - ხოლო მელიქიშვილი გერმანელ კასტრიოტ სოპარსთან. კრივში ქართველ გულშემატკივართა ბოლო იმედად გელა აბაშიძე (69 კგ) ითვლება. რომელიც 23 ივნისს მეოთხედფინალში უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვს შეერკინება.

ამრიგად ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მეცხრე დღეს საქართველო 3 ვერცხლს და 4 ბრინჯაოს მედალს ითვლის. ამ შედეგით საქართველო მთლიან გუნდურ ჩათვლაში მედლების რაოდენობით 26-ე ადგილზეა.

მთლიანი გუნდური ჩათვლა მედლების რაოდენობით კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. რუსეთი - 40 ოქრო, 23 ვერცხლი, 14 ბრინჯაო - 77 მედალი
  2. აზერბაიჯანი - 14, 7, 14 - 35
  3. გერმანია - 10, 9, 12 - 31
  4. ბელარუსი - 8, 7, 18 - 33
  5. დიდი ბრიტანეთი - 8, 3, 7 - 18
  6. უნგრეთი - 8, 2, 5 - 15
  7. შვეიცარია - 7, 4, 2 - 13
  8. სერბეთი - 7, 4, 0 - 11
  9. ესპანეთი - 6, 8, 7 - 21
  10. თურქეთი - 5, 3, 15 - 23
  11. უკრაინა - 4, 10, 13 - 27
  12. იტალია - 4, 9, 3 - 16
  13. საფრანგეთი - 4, 5, 5 - 14
  14. ჰოლანდია - 3, 5, 7 - 15
  15. ბელგია - 3, 3, 1 - 7
  16. პორტუგალია - 2, 4, 2 - 8
  17. პოლონეთი - 1, 5, 5 - 11
  18. ხორვატია - 1, 3, 5 - 9
  19. შვედეთი - 1, 1, 3 - 5
  20. საბერძნეთი - 1, 2, 2 - 5
  21. სლოვაკეთი - 1, 2, 2 - 5
  22. ლიტვა - 1, 0, 1 - 2
  23. ლატვია - 1, 0, 1 - 2
  24. სლოვენია - 1, 0, 0 - 1
  25. ავსტრია - 0, 5, 3 - 8
  26. საქართველო - 0, 3, 4 - 7
  27. ისრაელი - 0, 3, 3 - 6
  28. რუმინეთი - 0, 3, 2 - 5
  29. ბულგარეთი - 0, 2, 3 - 5
  30. ჩეხეთი - 0, 1, 4 - 5
  31. მოლდოვა - 0, 1, 2 - 3
  32. დანია - 0, 1, 1 - 2
  33. სან მარინო - 0, 1, 1 - 2
  34. სომხეთი - 0, 1, 0 - 1
  35. მაკედონია - 0, 0, 2 - 2
  36. ესტონეთი - 0, 0, 1 - 1
  37. მონტენეგრო - 0, 0, 1 - 1
  38. ნორვეგია - 0, 0, 1 – 1
  39. ფინეთი – 0, 0, 1 – 1

თეგებიბაქო 2015
0.118746