ფეხბურთი

15:08 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანი “ფენერბაჰჩეს” შეუთანხმდა

როგორც თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი შემტევი ლუიშ ნანი კარიერას სტამბულის “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს.

ფეხბურთელმა ახალ გუნდთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა. ნანი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 55 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

თურქული კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და ტრანსფერის განსახორციელებლად საბოლოო დასტური “ფენერბაჰჩემ” “წითელი ეშმაკებისგან” უნდა მიიღოს.

გასულ სეზონში ნანი ლისაბონის “სპორტინგში” გახლდათ განათხოვრებული. პორტუგალიელმა 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119489