სხვა

17:26 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა წარუმატებლობა ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მერვე დღე წარუმატებლად დაიწყეს ქართველმა მოკრივეებმა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში სევერიან ჭილაძემ რუს ვასილი ვეტკინთან მერვედფინალში სამივე რაუნდი დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა.

ჭილაძის ასპარეზობიდან რამდენიმე წუთში რინგზე ოთარ ერანოსიანიც ავიდა და დამარცხდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში ოთარმა ალბერტ სელიმოვთან წააგო (0:3).

20 ივნისს მერვედფინალური სერიის დაპირისპირებას გამართავს გელა აბაშიძე. ქართველის მეტოქე თურქი სპირალ იონდერი იქნება. ორთაბრძოლა 19:45 საათზე დაიწყება.

თეგებიბაქო 2015
0.115997