ფეხბურთი

14:04 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე “კოლხეთში” დაბრუნდა

ალეკო ჩაკვეტაძე, რომელიც ლატვიის მოქმედ ჩემპიონ “ვენტსპილსში” ისინჯებოდა, საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთს” დაუბრუნდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა აცნობა.

20 წლის მცველს “ვენტსპილსი” 10-დან 15 ივნისამდე აკვირდებოდა. გასულ სეზონში, ჩაკვეტაძემ “კოლხეთის” რიგებში 13 შეხვედრა ჩაატარა.

ინაშვილის თქმით, ჯერ უცნობია მომავალ სეზონში კლუბის ბიუჯეტი რამდენი იქნება. ქალაქ ფოთის მერია “კოლხეთს” 150 000 ლარს გამოუყოფს, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საკმარისი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113381