ფეხბურთი

3:04 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი კოპა ამერიკაზე ვეღარ ითამაშებს

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ – კონმებოლმა, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი მკაცრად დასაჯა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მიმდინარე კოპა ამერიკაზე ვეღარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კოლუმბიასთან წაგებული მატჩის (0:1) დასრულების შემდგომ, პაბლო არმეროს განზრახ გაარტყა ბურთი, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა კარლოს ბაკასგან და საბოლოოდ, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ორივე მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა. კონმებოლმა კოლუმბიელი ფორვარდი ორი მატჩით დასაჯა.

თავდაპირველად, ფეხბურთელებს თითომატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა მომხდარის ხელახლა განხილვის შემდგომ, მათ გაცილებით მკაცრი სასჯელი მიიღეს.

როგორც ცნობილია, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133072