მადრიდის "რეალს" რომის "ლაციოსა" და არგენტინის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის ლუკას ბილიას შეძენა სურს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი il tempo იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს მადრიდელები 4-წლიან კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს ჰპირდებიან. "ლაციოში" კი იგი ამის ნახევარს, 2 მილიონს იღებს.
ბილიას სანაცვლოდ რომაული კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ 30 მილიონი ევრო მოითხოვა და ამ თანხის მიღების შემთხვევაში იგი სამხრეთამერიკელ მოთამაშეს შეელევა.
ლუკას ბილია "ლაციოში" 2013 წლის ზაფხულში ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" გადავიდა და "არწივების" ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში სერია A-ში 27 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა.