ფეხბურთი

16:30 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" აკქუა დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ტორინომ" გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" განელი ნახევარმცველი აფრიე აკქუა შეიძინა. 23 წლის საყრდენის სანაცვლოდ ტურინულმა გუნდმა გერმანელებს 3 მილიონი ევრო გადაურიცხა. განელი მოთამაშე "ტორინოში" 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ხარების" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

აკქუამ გასული სეზონის პირველი ნაწილი იჯარით "პარმაში", ხოლო მეორე ნახევარი "სამპდორიაში" გაატარა და ჯამში სერია A-ში 24 მატჩი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1124