ფეხბურთი

15:14 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩი "ინტერში" დაბრუნდა

ახლო წარსულში ცნობლი სერბი ფეხბურთელი დეიან სტანკოვიჩი მილანის "ინტერში" დაბრუნდა. სტანკოვიჩი "ინტერნაციონალეს" მთავარი გუნდის მენეჯერი იქნება. ამ ინფორმაციას "ნერაძურის" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

"დეიან სტანკოვიჩი მზადაა თავისი ახალი ერის დასაწყებად "ინტერში", პირველი გუნდის მენეჯრის როლში. დეიანი ბრუნდება ჩვენთან, სადაც 326 მატჩი გამართა, 42 ლამაზი გოლი გაიტანა და ბევრი ტიტულის მოგებაში წამყვანი ფუნქციები შეასრულა", - წერს "ინტერის" საიტი.

მილანურ გრანდში დაბრუნებით კმაყოფილება არც თავად სერბს დაუმალავს:

"ინტერში" დაბრუნება ჩემთვის საამაყოა. ნამდვილად ბედნიერი ვარ და ამავდროულად ემოციურად განწყობილი, რადგან, როგორც ყოველთვის ვამბობდი, შავ-ლურჯი ფერი ყოველთვის ჩემში იყო. ახლა აქ ისევ დავბრუნდი და გუნდის ინტერესებს სხვა ფუნქციით დავიცავ", - ამბობს სტანკოვიჩი.

დეიან სტანკოვიჩი "ინტერში" 2004-2013 წლებში ირჯებოდა და საფეხბურთო კარიერაც ამ გუნდში დაასრულა. გასულ სეზონში იგი "უდინეზეში" მთავარი მწვრთნელის, ანდრეა სტრამაჩონის ასისტენტად მუშაობდა.

0.121588