ფეხბურთი

12:45 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს

როგორც იტალიური La Stampa da Gazzetta dello Sport იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “ატლეტიკოს” მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ესპანელები თავდამსხმელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებენ.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იტალიურ გრანდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მარიო ესპანურ გუნდში მიუნხენის “ბაიერნიდან” გასული სეზონის დაწყებამდე გადავიდა. “ატლეტიკოში” გატარებულ პირველივე სეზონში ხორვატმა 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111417