ბაქოს ევროპული თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ალექსანდრე ამინაშვილი უნგრელ იშტვან ვერებს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
შეგახსენებთ ალექსანდრე ამინაშვილი ნახევარფინალში მოლდოველ იანულოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.