ბაქოს ევროპული თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში ბექა ლომთაძემ 61 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ ბოგომოევს შეხვდა. მეტად საინტერესო და ილეთებით დახუნძლული ორთაბრძოლა ბოგომოევის გამარჯვებით დასრულდა – 13:8.
შეგახსენებთ, ბექა ლომთაძემ ნახევარფინალში ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი 10:0 დაამარცხა.