როგორც Sky Italia იუწყება, “ბოლონია” ფაბიო ბორინით დაინტერესდა. ცნობილია, რომ იტალიურ კლუბსა და “ლივერპულს” შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა, სავარაუდო სატრანსფერო თანხა არ სახელდება.
“ბოლონია” ახლახან აღზევდა სერი A-ში. მთავარ მწვრთნელ დელიო როსის გუნდის გაძლიერება სურს. ბორინით დაინტერესებაც ამითაა გამოწვეული.
24 წლის იტალიელი ფორვარდი “ლივერპულში” თავის დამკვიდრებას 2012 წლიდან ცდილობს, თუმცა მერსისაიდულ კლუბში ვერ გაიხსნა, რის გამოც 2013-14 წლების სეზონი განათხოვრების წესით “სანდერლენდში” გაატარა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.