ფეხბურთი

13:23 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: “მსაჯმა თამაშზე კონტროლი დაკარგა”

გამთენიისას “კოპა ამერიკაზე” ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია კოლუმბიასთან 0:1 დამარცხდა. “სელესაოს” ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ მატჩისშემდგომ ნეიმარის მიერ მიღებულ წითელ ბარათზე ისაუბრა.

“ჩვენ ვენესუელასთან ნეიმარის გარეშე მოგვიწევს თამაში, რისთვისაც ნაკრები მზადაა და ნეიმარს ღირსეული შემცვლელი ჰყავს. “ბარსელონას” შემტევის გარეშე ამხანაგურ მატჩში მექსიკა 2:0 დავამარცხეთ. რაც შეეხება ნეიმარის გაძევების მომენტს, სიმართლე გითხრათ, ეს ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე. ფაქტია, რომ მსაჯმა თამაშზე კონტროლი დაკარგა”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია კოლუმბიის (0:1) მატჩის დამატებით დროში ნეიმარმა კოლუმბიელთა მცველს პაბლო არმეროს ზურგში ბურთი გაარტყა, რასაც პაბლოს თანაგუნდელების დიდი პროტესტი და მოედანზე გაწევ-გამოწევა მოჰყვა. აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ მატჩის მთავარმა მსაჯმა ნეიმარს და კოლუმბიელ კარლოს ბაკას წითელი ბარათი უჩვენა.

“კოპა ამერიკაზე” ბრაზილიის მომდევნო მეტოქე 22 ივნისს ვენესუელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.165296