ბაქოს ევროპის თამაშებზე დღეს ჯერჯერობით წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ბექა ლომთაძემ (61), ალექსანდრე ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. დავით ტლაშაძე (70 კგ) მეოთხედფინალში უკრაინელ ოლეგ მელნიკს დაუპირისპირდება.
პეტრიაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ბელარუსი ალექსანდრე შერმაროვი იქნება, ამინაშვილი მოლდოველ იანულოვს დაეჭიდება, ხოლო ლომთაძე ფინალში გასასვლელად ბულგარელ ველიკოვს დაეჭიდება.