როგორც სოციალურ ქსელში “დინამო თბილისის” გვერდი იუწყება, კლუბმა გიორგი ქვილითაია ოფიციალურად გაიფორმა.
ცნობა ქვილითაიას “დინამოში” გადასვლის შესახებ გია გეგუჩაძის გუნდის უცხოურ შეკრებამდე გადაწყდა, თუმცა ფაქტი ოფიციალურად დღეს დადასტურდა.
21 წლის ფორვარდი “დინამოში” გადასვლამდე უნგრული “დიორ ეტოს” მოთამაშე იყო. მან უნგრული კლუბის შემადგენლობაში გასულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. აქედან ერთი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში შეაგდო, 9 კი - ლიგის თასზე.
შეგახსენებთ, სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა “დინამომ” პირველი ამხანაგური მატჩი ორშაბათს მაკედონიურ “შკენდიასთან” გამართა და 0:1 დამარცხდა. გიორგი ქვილითაიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 58-ე წუთზე ვოლკოვმა შეცვალა.