კვიპროსის პირველ დივიზიონში გადასულმა გუნდმა “პაფოსმა” “ფლამურტარიდან” ნიკოლოზ გელაშვილის დაიმატა. კვიპროსული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი არაა, რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა ქართველმა ახალ კლუბთან.
გელაშვილი გასული წლის ნოემბერში ფეხის დაზიანება მიიღო და სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. წლების განმავლობაში ნიკოლოზი “ზესტაფონის”, “ბოხუმის”, “ყარაბაღის” და “ფლამურტარის” ღირსებას იცავდა.
კვიპროსულ გუნდში უკვე ჩაირიცხნენ როინ კვასხვაძე და ლევან ხმალაძე.