ფეხბურთი

16:50 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” მორიგი ახალწვეულები – სომხიშვილი და თომაშვილი

ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე გიორგი სომხიშვილი და ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილი დაემატნენ. პირვველმა, გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარა, ხოლო მეორე “სამტრედიაში” ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.

ქუთაისელთა ვებგვერდის ინფორმაციით, 15 ივნისს ორივე ფეხბურთელმა “ტორპედოში” ივარჯიშა. მათ გარდა, გუნდის ახალწვეულები მცველი დავით ოდიკაძე, ნახევარმცველები გიორგი კუხიანიძე და დათა სიჭინავა, ასევე თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე არიან.

ქუთაისელებთან ერთად მზადებას ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი შეუდგა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის შეცვლას გეგმავდა. თუმცა, შესაძლოა ისევ “ტორპედოში” ითამაშოს.

“ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბშიც მატებაა. ფიზმომზადების მწვრთნელ ბონდო გოცირიძის გარდა, მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას შესაძლოა მიხეილ მახვილაძის სახით კიდევ ერთი ასისტენტი ჰყავდეს.

0.170245