ფეხბურთი

13:45 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

არმინ ფე “აინტრახტში” დაბრუნდა

გერმანელი სპეციალისტი არმინ ფე ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუბრუნდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “აინტრახტის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ფე ბუნდესლიგის გუნდს 2011 წლის ზაფხულიდან სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. ამ ხნის განმავლობაში არმინის გუნდმა 119 მატჩი ჩაატარა, აქედან 54 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, ხოლო 37 მათგანში დამარცხდა.

0.113185