ფეხბურთი

1:50 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციების გარეშე

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის დასკვნითი სათამაშო დღე ლოგიკურად წარიმართა და რაიმე სენსაცია არ დაფიქსირებულა.

C ჯგუფში ლიდერმა სლოვაკეთის ნაკრებმა შინ მაკედონია მიიღო და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა მასპინძლებმა პირველი ტაიმი სალაკას და ჰამშიკის გოლებით მოიგეს. მეორე ნახევარში ერთი ბურთი ადემმა გაქვითა, თუმცა სტუმრებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს – 2:1.

ესპანეთის ნაკრები მინსკში ეწვია ეწვია ბელარუსს და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ კინკილა გოლით დაამარცხა. “ფურია როხას” გამარჯვება დავიდ სილვამ მოუპოვა, რომელმაც პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა – 0:1.

ამავე ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა შინ ლუქსემბურგი გაანადგურა.

E ჯგუფის მთავარი შეხვედრაში, სლოვენიის ნაკრებმა შინ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ინგლისს და “ლომებმა” დიდი გაჭირებით მოახერხეს 3 ქულის აღება. პირველი ნახევარი სლოვენიამ ნოვაკოვიჩის გოლით მოიგო. 57-ე და 73-ე წუთზე ჯეკ უილშირმა დუბლი შეასრულა და ინგლისი დააწინაურა, 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პეჩნიკმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო ორ წუთში გამარჯვების მომტანი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა – 2:3.

ამავე ჯგუფში შვეიცარიამ გასვლაზე ლიტვა დაამარცხა, ხოლო ესტონეთმა შინ მაჩანჩალა სან მარინოს მოუგო.

G ჯგუფის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მოსკოვში შედგა, სადაც ადგილობრივმა რუსეთის ნაკრებმა ავსტრიასთან წააგო და მე-2 ადგილოსან შვედეთს უკვე 4 ქულით ჩამორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი იანკოს ანგარიშზეა, რომელმაც 33-ე წუთზე დაამწუხრა აკინფეევი - 0:1.

შვედეთმა საკუთარ კედლებში ჩერნოგორია დაამარცხა. მასპინძლებმა გოლების გატანა პირველი ნახევრის ბოლოს მოახერხეს. ანგარიში 37-ე წუთზე მარკუს ბერგმა გახსნა, რასაც მე-40 და 44-ე წუთზე ზლატან იბრაჰომოვიჩის მიერ შესრულებული დუბლი მოჰყვა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 64-ე წუთზე შეძლეს – 3:1.

ჯგუფის აუტსაიდერები ლიხტენშტეინი და მოლდოვა ერთმანეთს ვადუცში დაუპირისპირდნენ და ქულები გაიყვეს. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, თუმცა მოლდოველებმა ჯუჯა ქვეყანასთან მეორედ აღარ წააგეს – 1:1.


C ჯგუფი

ბელარუსი – ესპანეთი 0:1 (0:1)


ესპანეთი (4-2-3-1): კასილასი, რამოსი, პიკე, ალბა, ხუანფრანი, ფაბრეგასი (ისკო 75), ბუსკეტსი, სილვა (ბერნატი 75), კასორლა, პედრო (ვიტოლო 65), მორატა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლი: სილვა 45.
გაფრთხილებები: ნეკაჟჩიკი, ბორდაჩევი – მორატა, პედრო, სილვა
მსაჯი: რობერტ შორგენჰოფერი

სლოვაკეთი – მაკედონია 2:1 (2:0)

გოლები:
1:0 სალაკა (8), 2:0 ჰამშიკი (38), 2:1 ადემი (69).
გაძევება: ჰასანი 84 (მ).

უკრაინა – ლუქსემბურგი 3:0 (0:0)

გოლები:
1:0 კრავეტსი (49), 2:0 გარმაში (57), 3:0 კონოპლიანკა (86).

1.

სლოვაკეთი

6

6

0

0

13:3

18

2.

ესპანეთი

6

5

0

1

15:3

15

3.

უკრაინა

6

4

0

2

9:2

12

4.

ბელარუსი

6

1

1

4

4:11

4

5.

მაკედონია

6

1

0

5

6:14

3

6.

ლუქსემბურგი

6

0

1

5

3:17

1


E ჯგუფი

სლოვენია – ინგლისი 2:3 (1:0)

სლოვენია (4-2-3-1):
ჰანდანოვიჩი, ილიჩი, სესარი, ჯოკიჩი, ბრეჩკო, მერტელი, კურტიჩი (ლაზარევიჩი 79), ილიჩიჩი (ბირსა 61), კირმი (პეჩნიკი 72), კამპლი, ნოვაკოვიჩი.
მწვრთნელი: სრეშკო კატანეცი

ინგლისი (4-3-3): ჰარტი, სმოლინგი, კეჰილი, გიბსი, ჯონსი (ლალანა 46), ჰენდერსონი, უილშირი, დელფი (კლაინი 85), სტერლინგი, თაუნსენდი (სტერლინგი 74), რუნი.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (37), 1:1;1:2 უილშირი (57;73), 2:2 პეჩნიკი (84), 2:3 რუნი (86).
გაფრთხილებები: ბრეჩკო, კამპლი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ლიტვა – შვეიცარია 1:2 (0:0)

გოლები:
1:0 შერნიკი (64), 1:1 დრმიჩი (69), 1:2 შაქირი (84).

ესტონეთი – სან მარინო 2:0 (1:0)

გოლები:
ზენჟოვი 35;63.

1.

ინგლისი

6

6

0

0

18:3

18

2.

შვეიცარია

6

4

0

2

13:4

12

3.

სლოვენია

6

3

0

3

12:7

9

4.

ესტონეთი

6

2

1

3

3:5

7

5.

ლიტვა

6

2

0

4

4:12

6

6.

სან მარინო

6

0

1

5

0:19

1


G ჯგუფი

რუსეთი – ავსტრია 0:1 (0:1)

გოლი:
იანკო 33.

ლიხტენშტეინი – მოლდოვა 1:1 (1:1)

გოლები:
1:0 ვისერი (20), 1:1 ბოგიუ (43).

შვედეთი – ჩერნოგორია 3:1 (3:0)

გოლები:
1:0 ბერგი (37), 2:0;3:0 იბრაჰიმოვიჩი (40;44), 3:1 დამიანოვიჩი (64 პენ.).

1.

ავსტრია

6

5

1

0

11:2

16

2.

შვედეთი

6

3

3

0

10:4

12

3.

რუსეთი

6

2

2

2

9:4

8

4.

ჩერნოგორია

6

1

2

3

4:8

5

5.

ლიხტეინშტეინი

6

1

2

3

2:12

5

6.

მოლდოვა

6

0

2

4

3:9

2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.188558