“მანჩესტერ იუნაიტედი” “რეალის” 29 წლის ესპანელი მცველით, სერხიო რამოსით დაინტერესდა. “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან რამოსში 27.5 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.
ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულში განხორციელდეს. წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსი და “რეალი” ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. სერხიოს “სამეფო კლუბთან” მიმდინარე კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.
2014-15 წლის სეზონში რამოსმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.