კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა. მსოფლიო ჩემპიონები პარაგვაელებს 2:2 დაუზავდნენ. მატჩის შემდგომ ლიონელმ მესიმ განაცხადა, რომ პარაგვაისთან ფრის გამო რცხვენია.
“ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში “ჩაგვეძინა”. ეს სამარცხვინო შედეგია. ჩვენ 2:0 ვიგებდით, მაგრამ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. მეორე ტაიმში მეტოქემ ჩვენზე ზეწოლა გააძლიერა, რამაც მათთვის შედეგიც გამოიღო. ჩვენ ბურთის მეტი კონტროლი გვჭირდებოდა, რაც ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი უსწრაფესად დავიწყებას უნდა მიეცეს და ურუგვაისთან მატჩისთვის მოვემზადოთ”.
“კოპა ამერიკაზე” არგენტინის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.