კალათბურთი

14:10 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლამპე და იგნერსკი პოლონეთის ნაკრებს მიღმა

პოლონეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტეილორმა წინასწარი გაფართოებული შემადგენლობა 16 მოთამაშემდე დაიყვანა, მოულოდნელი კი ის გახლავთ, რომ გუნდს მიღმა დარჩნენ გამოცდილი მაჩიეი ლამპე და მიხალ იგნერსკი.

შეგახსენებთ, რომ ლამპე ესპანური “ბარსელონას” წევრია, იგნერსკიმ კი გასული სეზონი ფრანგულ “ლე მანში” გაატარა. ეს უკანასკნელი 35 წლის გახლავთ და ტეილორის გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გავიგოთ, აი, ლამპეს ნაკრებს მიღმა დატოვება კი ძალიან უცნაურია.

პოლონელი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 20 ივლისს დაიწყებენ, ყველაზე გვიან კი, 1 აგვისტოს გუნდს ლიდერი – “ვაშინგტონ უიზარდსის” ცენტრი მარცინ გორტატი შეუერთდება.

მომავალ ევრობასკეტზე პოლონეთის ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საფრანგეთი, ფინეთი, რუსეთი, ისრაელი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ეყოლება.

პოლონეთის 16-კაციანი შემადგენლობა: ლუკაში კოშარეკი, პჟემისლავ ზამოისკი, აარონ ცელი, ადამ ჰრიჩანიუკი (“ჟიელონა გურა”), ეი ჯეი სლოტერი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), რობერტ სკიბნიევსკი (“შლიონსკი”), დარდან ბერიშა (“პრიშტინა”, კოსოვო), მიხალ ჩილინსკი, ალეკსანდერ ჩიჟი, დამიან კულიგი (“ტუროვი”), კაროლ გრუშეჩკი (“ენერჯა ჩარნი”), მატეუშ პონიტკა (“ოსტენდე”, ბელგია), მიხალ სოკოლოვსკი (“როსა რადომი”), ადამ ვაჩინსკი (“ობრადოირო”, ესპანეთი), მარჩინ გორტატი (“ვაშინგტონ უიზარდსი”, NBA), პჟემისლავ კარნოვსკი (გონზაგას უნივერსიტეტი, აშშ).

0.117534