ესპანეთის პრიმერა დივიზონის ბინადარმა ვიგოს “სელტამ” ინგლისური “ლივერპულიდან” 27 წლის ფორვარდი იაგო ასპასი დაიბრუნა. ამის შესახებ “სელტას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ასპასი მერსისაიდულ გუნდში 2013 წელს ვიგოელთაგან გადაბარგდა, თუმცა ინგლისში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. გასული სეზონი კი იჯარით “სევილიაში” გაატარა, რომლის რიგებშიც 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
“ლივერპულში” კი 2013-2014 წლების სეზონში პრემიერლიგურ 14 მატჩში მეტოქეთა კარი ვერ აიღო.