ფეხბურთი

14:14 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარიქაძე “შუქურაში” ითამაშებს

საქართველოს უმაღლეს ლიგის ბინადარ “სამტრედიას” 25 წლის ნახევარმცველი ლევან შარიქაძე მომდევნო სეზონიდან ქობულეთის "შუქურაში" ითამაშებს. ამის შესახებ იმერული გუნდის ფეისბუქის გვერდი იუწყება.

შარიქაძე “სამტრედიაში” მიმდინარე წლის იანვრის თვიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდს 8 შეხვედრაში გატანილი ერთი გოლით დაეხმარა. მანამდე კი იგი “ზესტაფონისა” და “გაგრას” რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115119