“ჰიუსტონ როკითსი” მადრიდის “რეალის” 27 წლის გამთამაშებლით სერხიო ლულით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი eurohoops.net ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ჰიუსტონი” მზადა ლულს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რაშიც კლუბი კალათბურთელს 15-დან 18 მილიონამდე დოლარს გადაუხდის. თუმცა, ლულმა “რეალთან” კონტრაქტი რომ გაწყვიტოს, ჯარიმის სახით 4 მილიონის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ სერხიო ლულმა წელს კლუბთან ერთად ევროლიგა მოიგო. ლული 2014-15 წლების სეზონში გუნდს საშუალოდ ერთ მატჩში 10.4 ქულას, 5.8 პასს და 1.7 მოხსნას სძენდა.