ფეხბურთი

14:46 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა დე გრეგორიომ დატოვა

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ვალტერ დე გრეგორიომ თანამდებობა დატოვა.

შვეიცარიის და იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დე გრეგორიოს პოსტს დროებით ნიკოლას მეინგოტი დაიკავებს ვალტერი კი წლის ბოლომდე ფიფას სამსახურში დარჩება და წლის ბოლომდე კონსულტანტის მოვალეობას შეასრულებს.

დე გრეგორიო რამდენიმე დღის წინ შვეიცარიული გერმანულენოვანი ტელევიზიის SRF-ის შოუში იმყოფებოდა და ფიფასთან დაკავშირებით იხუმრა: “ფიფას პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანქანით მიდიან.” – ჟურნალისტის კითხვას თუ როგორი მანქანით მგზავრობდნენ, დე გრეგორიომ უპასუხა – “პოლიციის.”

ოფიციალური ცნობის თანახმად, ვალტერმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, დე გრეგორიო იოზეფ ბლატერმა შოუში ხუმრობის გამო გაანთავისუფლა.

0.112909