საქართველოს ჩემპიონმა გორის “დილამ” ვარჯიში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განაახლა.
გორული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ წვრთნაში მეკარე გიორგი სომხიშვილი და გუნდის კაპიტანი ცენტრალური მცველი ალექსანდრე კვახაძე არ მონაწილეობდნენ, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
გორელთა რიგებში თავდამსხმელმა მათე კვირკვიამ ივარჯიშა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებულ ელიტ რაუნდში საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გამოდიოდა. განვლილ სეზონში, ის “ზესტაფონში” თამაშობდა. გუნდში მისი დატოვება-არდატოვების საკითხი მალე გაირკვევა.
“დილაში” ახალწვეულებმა დავით კვირკველიამ, ოთარ მარცვალაძემ, გიორგი ილურიძემ და ისლამ მაშუკოვმა ივარჯიშეს. ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ალექსანდრე ამისულაშვილი გორელებს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდებიან.