ფეხბურთი

19:12 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბატემ 3 წლით გაახანგრძლივა

იტალიურმა “მილანმა” მარჯვენა მცველ ინაციო აბატეს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა იგი კიდევ სამი წლით გახანგრძლივდა.

ინაციო აბატე “მილანის” სკოლის აღზრდილი გახლავთ, ხოლო მთავარ გუნდში 2009 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდის ღირსება სერია A-ში 157 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე, აბატე “ემპოლისა” და “ტორინოს” რიგებშიც ირჯებოდა.

0.119793