ფეხბურთი

17:01 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშს” გიუნეში უთავკაცებს

“ბეშიქთაშის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის ახალ მწვრთნელად 63 წლის შენოლ გიუნეში დაინიშნა. კლუბი და თურქი სპეციალისტი 2+1 კონტრაქტზე შეთანხმდნენ. გიუნეში წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

“ბეშიქთაშის” მწვრთნელის პოსტი ვაკანტურის მას შემდეგ გახდა, რაც ხორვატი სლავენ ბილიჩი ლონდონში გადაბარგდა, სადაც ბილიჩი “ვესტ ჰემს” გაწრთვნის.

შეგახსენებთ, რომ გიუნეში 2000-2004 წლებში თურქეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბოლოს 63 წლის სპეციალისტი “ბურსასპორს” თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120059