ფეხბურთი

16:35 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ამხანაგურებისთვის და “პრეზიდენტის თასისთვის” ემზადებიან

მომავალი ამხანაგური მატჩისა და საერთაშორისო ტურნირისთვის შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები (1999 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩებისთვის და ყაზახეთში გასამართი “პრეზიდენტის თასისთვის” ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავსაჯანიშვილმა შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (“დინამო”), დავით კერესელიძე (“ცხინვალი”).

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ამაშუკელი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (“დინამო”).

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი (ყველა “დინამო”), ვახტანგ კოპლატაძე, გიორგი კაკულია (“საბურთალო”), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა), უჩა ჯანაშია (“ჩემპიონი”).

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე (“დინამო”), ლაშა ოზბეთელაშვილი (“ლოკომოტივი”).

12 და 15 ივნისს, 17-წლამდელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან. მატჩები დინამოს აკადემიაში გაიმართება და საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, 16 ივნისს ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც ყოველწლიურ, ტრადიციულ ტურნირში - „პრეზიდენტის თასი“ - მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი 17-წლამდელები 12 და 15 ივნისს აზერბაიჯანელ თანატოლებთან თბილისში ისპარინგებენ. ორივე შეხვედრა საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” აკადემიაში ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.

16 ივნისს, ქართველები ყაზახეთში გაემგზავრებიან, სადაც “პრეზიდენტის თასზე” ითაამშებენ.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე ავსაჯანიშვილის შეგირდები მე-4 ჯგუფში უნგრეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდნენ. მე-4 ჯგუფის მატჩები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნგრეთში ჩატარდება.

0.131351