იტალიის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი გამოაკლდა. ვერატიმ სანაკრებო შეკრება უკვე დატოვა. ფეხბურთელი “სკუადრა აძურას” 12 ივნისს ხორვატიასთან და 4 დღის შემდგომ პორტუგალიელებთან ამხანაგურ მატჩში დააკლდება.
მანამდე, ანტონიო კონტეს გამოძახებულ ფეხბურთელთაგან სიმონე ძაძა და ანდრეა ბარძალიც ტრავმების გამო დააკლდა.
22 წლის ვერატის იტალიის ნაკრებში აქამდე 12 მატჩი აქვს გამართული და მეტოქეები ერთხელ დაამწუხრა.