ფეხბურთი

11:07 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საგოლე პასები: ნაკრებში, 2008 წლიდან დღემდე

ფეხბურთში მთავარი გოლიაო, ხშირად მოისმენთ და პირიქითაც ბევრს უთქვამს: საგოლე პასს მეტი სიამოვნება მოსდევსო. ალბათ, ერთიცაა და მეორეც, თანაც გააჩნია გოლს და გააჩნია პასსაც. აბა, ჩავისა და ანდრეს ინიესტას ჰკითხეთ, ან მიქაელ ლაუდრუპს...

თუმცა ამჟამად ვარსკვლავებზე წერას არ ვაპირებთ. უშუალოდ საქართველოს ნაკრებში გატანილ გოლებს გავიხსენებთ, თუ ვისი პასებით გადიოდა. იგულისხმება ბოლო პასი და ასევე, მოპოვებული პენალტები ბოლო 7 წლის განმავლობაში, ანუ 2008 წლის ზაფხულიდან დღემდე.

სულ 40 საგოლე პასია და აკი ვთქვით, სიაში შეგვაქვს მოპოვებული პენალტის შემთხვევებიც (იმ პენალტების, რომლებიც გავიტანეთ). საუკეთესო მაჩვენებელი ლევან ყენიას აქვს და ეს იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი ხანი გაუცდა ნაკრებში. მის ანგარიშზე 4 საგოლე პასი და პენალტის მოპოვებაცაა, ანუ ჯამში 5 პუნქტი. მეორეზე ლევან მჭედლიძეა 4 საგოლე პასით.

5 - ლევან ყენია (ბულგარეთთან 2:6, ბულგარეთთან 2:6, ალბანეთთან 2:1, მალტასთან 2:0, უკრაინასთან 1:2)

4 – ლევან მჭედლიძე (ირლანდიასთან 1:2, კვიპროსთან 1;1, ლუქსემბურგთან 2:1, ბელარუსთან 1:0)

3 – თორნიკე ოქრიაშვილი (ლიხტენშტაინთან 2:0, საუდის არაბეთთან 2:0, ალბანეთთან 2:1)

2 – გიორგი ჭანტურია (გიბრალტართან 3:0, გიბრალტართან 3:0)

2 – დავით თარგამაძე (ალბანეთთან 2:1, ფინეთთან 1:1)

2 – დავით სირაძე (ხორვატიასთან 1:2, ირლანდიასთან 1:2)

2 – ჯანო ანანიძე (ლიხტენშტაინთან 2:0, გიბრალტართან 3:0)

2 – ალექსანდრე იაშვილი (ესტონეთთან 1:1, ჩერნოგორიასთან 1:2)

2 – დავით კვირკველია (ესტონეთთან 2:1, საბერძნეთთან 1:1)

2 – ნიკა გელაშვილი (თურქეთთან 1:3, მოლდოვასთან 2:0)

2 – სანდრო კობახიძე (ალბანეთთან 2:1, დანიასთან 1:2)

1 – ზურაბ მენთეშაშვილი (უელსთან 2:1)

1 – დავით ოდიკაძე (უელსთან 2:1)

1 - ილია კანდელაკი (რუმინეთთან 1:2)

1 – ოთარ მარცვალაძე (ხორვატიასთან 1:0)

1 – ლევან კობიაშვილი (სომხეთთან 2:1)

1 – მათე ვაწაძე (სლოვენიასთან 2:1)

1 – უჩა ლობჟანიძე (ლატვიასთან 1:1)

1 - გიორგი მერებაშვილი (ალბანეთთან 1:1)

1 - ბექა გოცირიძე (კვიპროსთან 1:2)

1 – კახა კალაძე (მალტასთან 1:0)

1 – გია გრიგალავა (ლუქსემბურგთან 2:1)

1 – ლადო დვალიშვილი (მოლდოვასთან 2:0)

საუკეთესო პასი კი, შეგიძლიათ თავად ამოარჩიოთ. უშუალოდ პასს თუ ავიღებთ, ერთ-ერთი ულამაზესი იყო იაშვილის საგოლე გადაცემა ქუსლით ესტონეთთან ამხანაგურში, რომელიც 1:1 დასრულდა. მაშინ იაშვილმა ყენიას გაუწია ასისტენტობა. მშვენიერი იყო თუნდაც ბოლო - ყენიას მარცხნიდან ჩაწოდებული უკრაინასთან, რასაც მათე ვაწაძის “გაფრენა” და თავური მოჰყვა.

თუმცა თუ მთლიანობაში მოძრაობას ავიღებთ, მარცვალაძემ რომ ხორვატიასთან გააკეთა, დაუვიწყარი იყო... კანკავას შორეული პასი მშვენივრად დაამუშავა, დარიო სრნა მოატყუა და კობიაშვილს გაუგორა.

0.166386