ჩოგბურთი

0:02 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ და ჯავახიშვილმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს

ქართველი ჩოგბურთელები გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

მე-5 ნომრად განთესილმა ცივაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, უკრაინის სახელით მოთამაშე მიხაილო კვანტალიანი 6:4, 7:5 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე რუს ვიკტორ ბალუდას ეთამაშება.

ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ჩეხ მარეკ რეჰაჩეკთან ჭიდილი მოუწევს ჯავახიშვილს, რომელმაც მერვედფინალში სომეხ მიკაელ ავეტისიანს 4:6, 6:3, 6:3 მოუგო. ცნობისთვის, პირველ წრეში გიორგიმ პანტიანის წინა ტურნირის გამარჯვებულ ალექსანდრე მეტრეველსაც აჯობა.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესო კიდევ ერთი მერვედფინალური დაპირისპირება ხვალ შედგება: ალექსანდრე ბაკში ირაკლი მეტრეველს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბაკშიმ და შოთა მეფარიძემ ჩერნოგორიელ ძმებ საველიჩებს 6:3, 3:6, 10:7 სძლიეს და ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე იტალიელებს – ბორტოლოტის და მონკაგატოს ეთამაშებიან.

ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწიეს ნოდარ ითონიშვილმა და დავით კვერნაძემ, რომლებთან სათამაშოდაც კანადელი კილარი და ჩეხი რეჰაჩეკი არ გამოცხადდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115675