ლონდონის “არსენალის” ფრანგი ნახევარმცველი აბუ დიაბი გუნდს ტოვებს. ის 9 წლის განმავლობაში ირიცხებოდა “მეთოფეებში”, არაერთი კარგი მატჩიც ჩაუტარებია, მაგრამ შეუცვლელი ვერ გახდა. მეტიც, დიაბი იმდენად გატანჯა ტრავმებმა, რომ რეკორდები მოხსნა: 40-ზე მეტი ტრავმა (!) მიიღო ამ 9 წლის განმავლობაში. 2006 წელს ფეხი მოიტეხა და შემდეგ მიჰყვა უიღბლობები.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დიაბიმ მხოლოდ ორჯერ ითამაშა ‘არსენალში”. არსენ ვენგერი რეგულარულად გვერდში ედგა და ამხნევებდა თანამემამულეს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. სად წავა დიაბი, ჯერ უცნობია.