უელსურმა “სუონსიმ” პირველი საზაფხულო შენაძენი განახორციელა. “გედების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ კლუბმა “მარსელის” აწ უკვე ყოფილი შემტევი ანდრე აიუ დაიმატა.
25 წლის ფეხბურთელი უელსურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ანდრე “მარსელში” 2007 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 217 შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა
მან გასულ სეზონში ფრანგული კლუბის მაისური 30-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.