მადრიდის “რეალის” კაპიტანი იკერ კასილიასი გუნდიდან წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან. ამ ინფორმაციას, TVE-ზე დაყრდნობით, AS-ი ავრცელებს.
კასილიასის “რეალიდან” წასვლაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდული გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯს, დავიდ დე ხეას იწვევს. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ხეას ყიდვის მიუხედავად, “რეალი” კასილიასს არ გაუშვებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, სიტუაცია შეიცვალა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კასილიასსა და დე ხეას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ვიდეოზე ასახულია კადრები, თუ როგორ მიდიან კასილიასი და დე ხეა საკუთარი ავტომობილებით ესპანეთის ნაკრების ბაზაზე, მაგრამ ისინი ერთმანეთს არც კი ესამლებიან.
მადრიდული პრესის ცნობით, “რეალი” და კასილიასი თანაშმრომლობის გაწყვეტაზე თანახმანი არიან. ისინი მზად არიან კონტრაქტი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლად გაწყვიტონ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 34 წლის მეკარეს ათამდე შეთავაზება აქვს. მისი პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა და ამის გათვალისწინებით, ყველაზე “რეალური” კარიერის “ფენერბახჩეში” გაგრძელებაა, რადგან თურქული კლუბი იკერს ფინანსურად მომგებიან კონტრაქტს სთავაზობს.
იკერ კასილიასს მთელი კარიერა “რეალში” აქვს გატარებული. მადრიდელთა პირველ გუნში ის 1999 წლიდან თამაშობს. “სამეფო კლუბის” ლეგენდამ მშობლიური გუნდის მაისურით 725 თამაში ჩაატარა და 18 ტიტული მოიგო.