Sky Italia-ს ინფორმაციით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი მარტინ კასერესი ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს და “იუვენტუს სთედიუმზე” 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.
მიუხედავად ფეხბურთელის ტრავმიანობისა, კასერესს კლუბი ნდობას გამოუცხადებს. სამხრეთამერიკელმა გასულ სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.