პსჟ-ს 33 წლის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” გადასვლას დათანხმდა, აღნიშნულ ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იბრაჰიმოვიჩი “მილანის” ვიცეპრეზიდენტს ადრიანო გალიანის ტელეფონის საშუალებით ესაუბრა და შვედმა ფეხბურთელმა “როსონერიში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა. იტალიური კლუბი მზადაა 33 წლის შემტევს წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. უახლოეს მომავალში მილანური კლუბი პარიზელებს იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებას გაუკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი “მილანში” 2010, 2011 და 2012 წლებში თამაშობდა, სადაც 85 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.