ჩოგბურთი

23:51 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი პირველ წრეში დამარცხდა

გასულ კვირაში პანტიანის 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებულმა ალექსანდრე მეტრეველმა იქვე დაწყებული ანალოგიური შეჯიბრის პირველი წრე ვერ დასძლია. ის თანამემამულე გიორგი ჯავახიშვილთან 6:1, 6:7 (4:7), 4:6 დამარცხდა.

ჯავახიშვილი მერვედფინალში სომეხ მიკაელ ავეტისიანს ეთამაშება. ამავე ეტაპზე ერთ ქართულ წყვილსაც ვიხილავთ – ალექსანდრე ბაკში ირაკლი მეტრეველს გაეჯიბრება. პირველმა ყაზახ რომან ხასანოვს (მე-7) 6:4, 6:2 სძლია, მეორემ კი რუსი ივან კალინინი 6:2, 1:6, 7:6 (8:6) დაამარცხა. მერვედფინალშივე უკრაინის სახელით მოასპარეზე მიხაილო კვანტალიანს დაუპირისპირდება მე-5 განთესვის მქონე გიორგი ცივაძე.

წყვილებში ნოდარ ითონიშვილმა და დავით კვერნაძემ ცივაძეს და ამერიკელ გურევიჩს 7:6 (7:5), 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში კანადელ კილარს და ჩეხ რეჰაჩეკს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელებთან სათამაშოდ ჯავახიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი არ გამოცხადდნენ.

ბაკშიმ და შოთა მეფარიძემ მე-4 განთესვის მქონე უკრაინელ ალეკსეენკოს და ხსენებულ ხასანოვს 6:1, 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში ჩერნოგორიელ ძმებ საველიჩებს გაეჯიბრებიან. ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულეს ირაკლი მეტრეველმა და მიხაილო კვანტალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107009