ფეხბურთი

20:01 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსლან როტანი: “საქართველოს ნაკრებს ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს”

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველის რუსლან როტანის აზრით, რომელიც “დნიპროში” ჯაბა კანკავას თანაგუნდელია, საქართველოს ნაკრებს კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც უბრძოლველად არაფერს თმობენ.

- კავკასიელების სათამაშო სტილს როგორ დაახასიათებთ?

- საქართველოს ნაკრები ტიპური სამხრეთული გუნდია ძალიან ტექნიკური მოთამაშეებით, რომლებსაც ბურთის “თრევა” უყვართ. მათ თუ თამაშის საშუალებას მისცემ “ბრაზილიას” მოგიწყობენ.

- საქართველოს ნაკრებში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, რომლებსაც უკრაინის ჩემპიონატში უთამაშიათ ან დღემდე თამაშობენ. როგორ ფიქრობთ, ისინი უკეთ გიცნობენ თუ თქვენ უკეთ იცნობთ?

- მართლაც, გასაკვირი არაფერია, რადგან ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. საქართველოს ნაკრებს ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს. ზოგი ევროპის სერიოზულ კლუბებში თამაშობს, ზოგი უკრაინის წამყვან გუნდებში. ქართველები ყოველთვის კარგ დონეზე თამაშობენ და ძლიერ გუნდებთანაც მინიმალურად აგებენ. იოლად გამარჯვებას არავის აძლევენ.

- არცთუ ხშირად ხდება, რომ სპარინგ-პარტნიორი უფრო ძლიერია, ვიდრე მეტოქე, რომელსაც შესარჩევ ციკლში უნდა დაუპირისპირდე...

- ეს კარგია. საქართველოსთან მატჩში შეგვიძლია ჩვენი შეცდომები დავინახოთ. ძლიერ მეტოქესთან თამაში ყოველთვის უკეთესია. სუსტი ხომ შენს სუსტ მხარეებს ვერ გამოავლენს. ამიტომ, საქართველოსთან კარგი სპარინგი გველის.

0.128324