ფეხბურთი

13:30 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტონონიმ ფიფას მდგომარეობა უფრო დაამძიმა

იოზეფ ბლატერის ფიფას პრეზიდენტად მეორედ მოსვლის დროს გვიდო ტონონი შვეიცარიელის მრჩეველი და ყველაზე დაახლოებული პირი გახლდათ.

ყოფილმა მრჩეველმა BBC Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ქრთამი ფიფაში ჩვეული ქცევა გახლდათ.

“ფიფაში, წლების განმავლობაში შეგეძლოთ მიზნის მიღწევა დოლარების ხელში გადაცემის შედეგად. ეს ნებადართული სპეკულაცია გახლდათ”, – აცხადებს გვიდო.

რუსეთსა და ყატარისთვის მუნდიალის ჩატარების უფლების გადაცემაზე შვეიცარიული მხარე გამოძიებას ატარებს. ფიფას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ქრთამის ფაქტი გამოაშკარავდება, მაშინ აღნიშნულ ქვეყნებს მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას. ამავდროულად ფიფას ჩინოვნიკმა დასძინა, რომ მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

გვიდოს მოსაზრების თანახმად, არასაფეხბურთო ქვეყნებს მუნდიალის ჩატარების შანსი არ აქვთ და მძაფრი სურვილის მასპინძლობის უფლების მოპოვებისა ფიფას მოქრთამვის საშუალებას იძლევა.

“რომც გამოაშკარავდეს ფიფას მოსყიდვა, სადაა პრობლემა? ფიფასთან თუ იმ ხალხთან, რომელთაც შანსიც კი არ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ქრთამის გარეშე მოიპოვონ”, - განაცხადა ტონონიმ.

ფიფამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: “მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით არაფერი გამოაშკარავებულა საიმისოდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების მომდევნო მასპინძლებს ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოერთვათ”.

0.117519