"ვოლფსბურგის" თავდამსხმელს ბას დოსტს "ვოლკსვაგენ არენადან" აბარგება და პრემიერლიგაში თამაში უნდა - იუწყება ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker-ი.
როგორც ირკვევა, ჰოლანდიელ ფორვარდს ორი ინგლისური კლუბი: "ნიუკასლი" და "საუთჰემპტონი" ეპატიჟება. მას "მგლებთან" მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და კლუბის ხელმძღვანელობა დაახლოებით 10 მილიონ ევროდ აფასებს.
დოსტმა დასრულებული სეზონის მეორე წრე ძალიან შედეგიანად ჩაატარა. სულ კი, 36 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.