19 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვაიგლი კარიერას “დორტმუნდში” განაგრძობს. “მიუნხენ 1860”-ის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დორმტუნდელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
გარიგების ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.
იულიან ვაიგლი “მიუნხენ 1860”-ის სკოლის აღზრდილია. მე-2 ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში მან მონაწილეობა 24 მატჩში მიიღო.