ჩოგბურთი

18:32 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა: “დიდი ოთხეული” ყოველთვის ოთხეული იქნება”

გუშინ “როლან გაროსის” ფინალში შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა და პროფესიონალურ კარიერაში “საფრანგეთის ღია პირველობა” პირველად მოიგო.

მატჩის შემდგომ ვავრინკამ კომენტარი “დიდ ოთხეულზე” (ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი, მარეი) გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ისეთივე კარგი, როგორც ისინი, რადგან ბოლო 10 წელია ისინი დომინირებენ და იგებენ უამრავ ტურნირს. მაგრამ ვარ იმდენად კარგი, რომ ორი დიდი სლემის ტურნირი მოვიგე და მათ მთავარ ტურნირებში ვამარცხებ. “დიდი ოთხეული” ყოველთვის ოთხეული იქნება. მინდა თუ არა, რომ ჩემი თავი მათ შევადარო? არა. მე მინდა უფრო განვვითარდე, წინ ვიყურო და როცა მათ შევხვდები დავამარცხო” – Tennis.com ვავრინკას სიტყვებს ციტირებს.

გუშინ ვავრინკამ ეთეულთა თანრიგში მეათე ტურნირი მოიგო.

0.122101