ფეხბურთი

18:04 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ფავრი და დე ბრუინი საუკეთესონი არიან

გერმანულმა kiker-მა ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და გამოვლინდა მათი რჩეული ფეხბურთელი 2014/2015 წლების ბუნდესსეზონისა, ასევე საუკეთესო მწვრთნელიც.

საუკეთესო ფეხბურთელი გახდა "ვოლფსბურგის" ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ხმების 52,5 პროცენტით. მეორეზე გავიდა "ბაიერნის" ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი (23,5), მესამეზე - "ლევერკუზენის" ფლანგელი ქარიმ ბელარაბი (6,6).

მწვრთნელებს შორის რჩეული გახდა "გლადბახის" ფრანგი სპეციალისტი ლუსიენ ფავრი (30,6). მას ჩამორჩნენ 'აუგსბურგის" თავკაცი მარკუს ვაიცირლი (24,6) და "ჰამბურგის" ბრუნო ლაბადია (10,9).

შეგახსენებთ, ფავრმა მესამე ადგილზე გაიყვანა "გლადბახი", ხოლო დე ბრუინმა გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა. 21 საგოლე პასი ერთ სეზონში - ეს ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდია.

0.116943