ფეხბურთი

17:53 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ფიფას ვიცე-პრეზიდენტობას არ გამორიცხავს

ფეხბურთის მართველი უწყება ფიფა ხელმძღვანელის გარეშეა. ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის გადადგომის შემდეგ ეს პოსტი ვაკანტურია. ამ თემასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომლის თქმითაც, არაა გამორიცხული ფიფას ვიცე-პრეზიდენტი თავად გახდეს. ამის შესახებ არგენტინელმა america tv-ის განუცხადა.

"თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ალი ჰუსეინი გაიმარჯვებს, დიდია შანსი იმისა, რომ მე ვიცე-პრეზიდენტი გავხდე", - განაცხადა ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ.

მარადონამ მიშელ პლატინისთან საუბარიც გაასაჯაროვა:

"მიშელ პლატინის დუბაიში შევხვდი და მან მითხრა, 167 გარიგებული თამაშის შესახებ", - ამბობს მარადონა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111795